მედია – რუსებმა უკრაინას 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 3 ბალისიტიკური რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და Kh-31P-ის ტიპის 3 რადარსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში 33 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 36 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
ს თავდასხმის შედეგად ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქები დაზარალდა.