ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდებს გადადოს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელ X-ზე წერს:
“როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!”
წერილში, რომელსაც ჯო უილსონი თავის პოსტს ურთავს, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს ვიზიტი ნაკლებად პრიორიტეტულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში მეტი ყურადღება სჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს. კონგრესმენის თქმით, მაღალი დონის შეხვედრები მმართველ პარტიასთან („ქართული ოცნება“) შესაძლოა აღქმული იქნას როგორც მთავრობის მოქმედებების ლეგიტიმაცია.
კონგრესმენის სიტყვებით, ეუთო-ს დამკვირვებლების დასკვნები ოქტომბრის ს შემდეგ, კითხვის ქვეშ აყენებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას.
„მას შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია და უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს“, – წერს უილსონი.
როგორც ცნობილია, ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში ჩამოსვლას მომდევნო კვირაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში გეგმავს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე – იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება – მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით