„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ

„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფთა სლოგანი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა.
დედოფალი ვერ გახდა. ის ქოლგაც ვერ დაიჭირა, რითიც იმუქრებოდა, რომ მისი ქოლგის ქვეშ ოპოზიცია გაერთიანდებოდა. ვინც ოპოზიციაშია, ყველას სლოგანია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. შემდეგ დალაგდებიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მისაღები არ არის. „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ. ამ განცხადებების უკან გარკვეული კონსპირაცია და შეთანხმებაა, როცა დაპირისპირება უნდა გაითამაშონ. ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილი დასახურდავებელ მონეტადაც განიხილება. მეორე მხარეა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოწყალე თვალით ისევ მოიხედავს და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს არ არის ემოცია, ოპოზიციაში დანაშაულის ჩამდენი ადამიანები არიან და მათი ფუთფუთი გარკვეულ გეგმას ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო