“თუ რომელიმე მხარე გაართულებს, ჩვენ ვიტყვით: “სულელებო, იდიოტებო, თქვენ საშინელი ხალხი ხართ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს რომელიმე მხარე გაართულებს, ვაშინგტონი საკითხის მოგვარებაზე ხელს აიღებს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჟურნალისტებმა ტრამპმს ჰკითხეს, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის ამოქმედება.
“კონკრეტული დღეების რაოდენობა არ არსებობს, თუმცა მალე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი იღუპება. საშუალოდ, კვირაში 2 500 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. ჩვენ გვსურს ამ სიცოცხლის გადარჩენა”, – თქვა ტრამპმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ პროცესი გართულდება, ამერიკა მოლაპარაკებებიდან გავა. “თუ რაღაც მიზეზით, რომელიმე მხარე [მშვიდობის მიღწევა] გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: “სულელებო, იდიოტებო, თქვენ საშინელი ხალხი ხართ. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს. მგონია, რომ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოგვარების”, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა