რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 142-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ წამოვიდნენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
