საერთოდ არ მესმის რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები… მე ვისაუბრე ენმ-ის პაკ-ზე და მაქვს სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი – მიხეილ სააკაშვილი

საერთოდ არ მესმის რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები… მე ვისაუბრე ენმ-ის პაკ-ზე და მაქვს სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი –
ერთობის კომიტეტის ინიციატივაზე, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს აფასებს და წერს, რომ მისი შეთავაზება ენმ-ს ეხება:
საერთოდ არ მესმის რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.
ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე “ნაციონალური მოძრაობის” პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.
ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და შიც.
სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.
ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს.” ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.