დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მზად არის ში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.
„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუ მოლაპარაკებები ჩავარდება.
მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესზე კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე მხარისგან „უნდა დაინახოს ამის დასრულების ენთუზიაზმი“ და აღნიშნა, რომ ეს მალე ეცოდინება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია