ეკატერინე დემეტრაძე: ჩვენი სიყვარული და თავისუფლება, თქვენს მონურ სიძულვილზე ბევრად ძლიერია!

“რაც არ უნდა ილაპარაკონ, წერონ, დააბრალონ ან დაგვაბრალონ, რომ ფული გვინდა მხოლოდ, რაც ყველაზე სასაცილო რამაა, უხერხულიც კია იმ ფულზე ლაპარაკი რითიც სამინისტრო გვაფინანსებს და რომ არა დოი, ხელფასიც კი იმდენად მიზერული იქნებოდა რომ არც კი ვიტყვი ხმამაღლა…
ასევე ძალიან უხერხულია საუბარი დოის არამიზნობრიობასა და ჩვენს უსაქმურობაზე…
ფაქტი კი ერთია, ამ ადამიანმა, დოიმ, ნულიდან დაიწყო და შექმნა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი Vaso Abashidze State New Theatre , სადაც ბილეთი საკმაოდ რთული საშოვნელია, სადაც კვირაში 6 დღე ვთამაშობდით სპექტაკლს, სანამ ანდროს დაატყვევებდნენ აბსოლუტურად უსამართლოდ.
შექმნა თეატრი, რომელიც თავის ერთი მსახიობის და ყველა უსამართლოდ დატყვევებული ადამიანისთვის, გარეთ გავია, შექმნა მაგალითი სოლიდარობისა, აღმოაჩინა იმხელა ჯაჭვი სიყვარულის და თანადგომის, რაც თქვენ ვერც კი დაგესიზმრებათ, ფულის, პრივილეგიების და ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელო ადამიანებო.
და ეს ყველაფერი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თეატრი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და არა პარტია!
თეატრი, სადაც ყველა ახალგაზრდა რეჟისორსა თუ მსახიობს ეძლევა შანსი მიიღოს გამოცდილება და მიაღწიოს წარმატებას.
დოიმ შექმნა თეატრი, სადაც დღე და ღამე რეპეტიციები გვქონდა, თეატრი სადაც ყველაფერი დგას ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაზე, საქმის სიყვარულზე და რაც მთავარია ჩვენი ძვირფასი მაყურებლის სიყვარულზე.
და რაც არ უნდა ილაპარაკოს პარტიამ, ფაქტი ერთია და ამას ვერავინ გააყალბებს:
ჩვენთან სულ ანშლაგია!
და ასე იქნება სულ.
ეს არის თეატრი, სადაც მიუხედავად განსხვავებებისა, მთელი დასი ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ არ არსებობს ჩვენი დასისთვის სხვა ხელმძღვანელი თუ არა დოი.
ჰოდა ახლა წერეთ და იკითხეთ! ჩვენი სიყვარული და თავისუფლება, თქვენს მონურ სიძულვილზე ბევრად ძლიერია!
ჩვენ აუცილებლად ერთად გადავცურავთ ამ უსამართლობით და სიძულვილით სავსე ზღვას!
დოი ✊🏻❤️‍🔥
Ps. ქალბატონო კულტურის მინისტრო, მართლა გგონია რომ შეძლებ აი იმ დაფინანსებით, რითიც გვაფინანსებ და აი მაგ პარტიული მენტალობით, კვირაში 6 დღე დარბაზის ავსებას?! მეცინება…
Pps. ეს კი მათ ვინც ზიზღის ნთხევას აპირებთ კომენტარებში:
თეატრი და არა თიატრი.
თეატრი არის შენობა, რომელიც უკვე დგას. თეატრები არ იდგმება!
და აი ამ შენობაში, ვდგამთ სპექტაკლებს. ანუ რასაც სცენაზე უყურებთ, მაგას ქვია სპექტაკლი. სარეპეტიციო პროცესში ვამბობთ რომ ვგამთ, ხოლო როცა უკვე მზადაა და თქვენ სანახავად მოდიხართ, მაგას ქვია : ვთამაშობთ სპექტაკლს.
შესაბამისად არ გამოვდივართ რომელიმე თეატრზე. ვთამაშობთ სპექტაკლებში.
ეს ისე, რომ სწორად მაინც გვლანძღოთ, რომ გავიგოთ რა გინდათ, რომ მერე ამაზეც დავდგათ სპექტაკლი და იყოს ისევ ანშლაგი. გკოცნით” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ეკატერინე დემეტრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით