„შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ გახდა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ჩემპიონი

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მესამე სეზონი, წინა ორის მსგავსად, საქართველოს კლუბის – „შავი ლომის“ – ტრიუმფით დასრულდა.
თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, გამართულ ფინალში, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ დაამარცხა „თელ-ავივ ჰითი“.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს ანგარიშით 24:7. შესვენების შემდეგ მათ სათამაშო უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდათ, თავიანთ ანგარიშს მხოლოდ სამი ქულა შემატეს. ამას ორი მორაგბის გაძევებაც დაემატა.
„შავმა ლომმა“ თამაში ცამეტი კაცით და ათქულიანი ჰანდიკაპით დაასრულა ანგარიშით 27:17.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ