უკრაინამ 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ბახმუტის, კურახოვოს, პოკროვსკის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე დაღუპული 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ეს ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა.
შტაბის განცხადებით, დაღუპული მებრძოლების დაბრუნება შესაძლებელი გახდა უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობის შედეგად. ცხედრების დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც”.
ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გადაეცემა. დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესში მონაწილეობენ სამხედრო პროკურატურის, სამედიცინო სამსახურისა და სხვა პროფილური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმი