“აბსოლუტურად ცხადია, რომ ოცნებამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის ჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ.
ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს – პატრიოტიზმი თუ ვიზა.
ამ ცრუდილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით!
მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე!
ნამდვილი დილემა ესაა – ან ვიშორებთ ოცნებას ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ ოცნებას და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!” – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის,უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმაც: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც “დიფ სთეითი” ცდილობს.