მზადება 19 აპრილისთვის – აღდგომის ღამეს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ევროპული მომავლის მცველები რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან – შეკრება ქაშუეთის ტაძართან ხვალ, 19 აპრილს, 19:00 საათიდან დაიწყება.
მოქალაქეები რუსთველიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე გაემართებიან, სადაც გასული წლის მსგავსად ქვეყნის წინაშე ფიცს მეორედ დადებენ. საბოლოო შეკრების ადგილი რუსთველის გამზირი იქნება, სადაც მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.
საპროტესტო მოძრაობას სათავეში სტუდენტები უდგანან. მათი თქმით, ისინი ერთიანდებიან, იმისთვის რომ ქვეყანა “რუსეთის მსახურებისგან დაიცვან”.
გავიდა ერთი წელი შარშან დადებული ფიციდან. სტუდენტები საზოგადოებას ახსენებენ ამ ფიცს რადგან მზად არიან, რომ ეს ფიცი სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვან. სტუდენტური ერთობა და საზოგადოების ერთობა, კვლავ წარმოჩინდება. კვლავ დაანახებენ ერთმანეთს და ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებას, რომ ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მნიშვნელოვან თარიღს შეხვდნენ ერთად და გაიარონ ეს რთული გზა. იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან რუსეთის მსახურებისგან”, – ამბობს სტუდენტი.
აღნიშნული აქცია სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხიდან დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ უკანონო პატიმრების შვილების ნაცვლად აქციაზე მათი მშობლები იდგებიან. ისინი აღდგომის ღამეს აქციის მონაწილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება