“მერამტენედ უნდა აჭამოს ოპოზიციამ ხალხს? – ებჯო, იწვებით აგენტობაზე, ძაან, “დაატორმუზეთ”, ცოტა” – უჩა აბაშიძე

ღმერთო, დილიდან რამდენი ლაპარაკია იმაზე, რო “ხო ვიცით რო ქოცმო გააყალბებს“ – ოღონდ იმ კონტექსტიდან – რო აწი ვიცით რას დავაკვირდეთო! ებჯო, იწვებით აგენტობაზე, ძაან, დაატორმუზეთ, ცოტა. 1. მერამტენედ უნდა აჭამოს ოპოზიციამ ხალხს “წინა ომისთვის მომზადება“ და მერე აღმოჩენა, რო თურმე ქოცმოს არ ეძინა და ახალი მეთოდები მოიგონა და “უი, ჩვენ არ ველოდით თუ ასე იზამდა“ 2. აააარ წაააგებენ ქოცები. არ! – თუ საჭირო იქნა – ბოლოს ნაგლად დაწერენ რიცხვს. და რას იზამთ?! – რას? – ევრო საბჭოში გაასაჩივრებთ? – LOL 3. მარა მაქამდე საქმე არ მივა – აკრძალავენ ვისიც ეშინიათ, შეზღუდავენ, დააშინებენ, მოისყიდიან – გაყალბება დასრულებული იქნება არჩევნების დღემდე. 4. ჭკუას ისინი ჩვენზე სწრაფად სწავლობენ და იხვეწებიან გაყალბების თემებზე. 5. ხალხი, ამ წაგების მერე (ქუჩის პროცესის წაგების) – არჩევებზე აააარ მოოოვაააა. გამოფხიზლდით, ტო. დაინახეთ რა ხდება – ადამიანის თვალიდან, დაინახეთ თქვენ რად გამოჩნდებით ადამიანის თვალში ამ ზაფხულის მერე. არ მოვლენ თქვენთვის. ეხლა წაგების მერე არჩევნების ოფცია არ არსებობს, ტყუილად ოცნებობენ ოპოზიციიდან ზოგიერთები

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება