ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართული თაფლის ჩინეთში გაყიდვა შესაძლებელი ხდება

ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეცხრე სხდომაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქართული თაფლის ექსპორტი.
პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრინველის ხორცის შეტანის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
„ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს“, – წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. შეთანხმებას ხელი 2023 წლის ივლისში მოეწერა.
· ამავე პარტიის მმართველობის დროს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა -მა – ეს გადაწყვეტილება (2024 წლის 30 ნოემბერი) დროში დაემთხვა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომლის მონაწილეებსაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციებზე იძალადეს ჟურნალისტებზეც – დაკავებული ამ დრომდე არ არის არცერთი პოლიციელი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით