სუმიში დრონებით დარტყმა იყო საწარმოზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ

უკრაინის ქალაქ სუმიში რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამთენიისას დაზიანებული საწარმო პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანაა, სადაც დღეს სააღდგომო პასკებსაც აცხობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი.
პირველი ცნობა სუმის ერთ-ერთ საწარმოზე დრონებით შეტევის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ კობზარმა გაავრცელა, თუმცა საწარმო არ დაუკონკრეტებია.
დილის ათის ნახევრისთვის სუმის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო მელნიკმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ დარტყმა იყო საკონდიტრო საამქროზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ.
სუმის საოლქო პროკურატურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა 05:00 საათისთვის სამი დრონით დაარტყეს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანას, რომელიც ოლქში წამყვანი საწარმოა.
პროკურატურის თანახმად, დაიღუპა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც პროდუქციის წასაღებად ემზადებოდა და დაშავდა საწარმოს თანამშრომელი ქალი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად