მედია – აშშ-ის მიერ იემენის საწვავის პორტზე განხორციელებულ ავიაიერიშებს, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო.
„ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს ფართომასშტაბიან დარტყმებს, რომლებიც გასულ თვეში დაიწყო,თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება