მედია – რუსებმა ხარკოვს კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაშავებულია ბევრი ადამიანი

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ოსნოვიანსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.
„წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმები კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებული ტერიტორიები ძალიან დიდია და უკვე ცნობილია 26 დაშავებულის შესახებ“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის გარდა, რუსებმა დილით ქალაქ სუმსაც დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას