აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს

აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია უკვე რადიკალურ ექსტრემისტულ ჯგუფებად მარგინალიზდეს.
„აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ვგულისხმობ ექსტრემისტულ, რადიკალურ ოპოზიციას. რაც უფრო მალე ჩაეხსნებიან საარჩევნო პროცესებს ზოგადად და საბოლოოდ მარგინალიზდებიდან რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებად, გარკვეული პერიოდი უნდა ავიტანოთ და მერე თვითონვე განილევა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დაპირებაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.
„არჩევნებამდე მათ შორის სამართლებრივი პროცედურებია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტების დაცვით, გამჭვირვალედ და სრული დასაბუთებით მომზადდეს. ამას დრო სჭირდება და არ არის საჩქარო. ისიც ვიცით, რომ რომც გამოვიდნენ არჩევნებში იქ იმავე პასუხს მიიღებენ, რასაც აქამდე უკვე 13 წელია იღებენ. პირიქით, ეს უფრო გააძლიერებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება