სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა.
სუს-ის ხელმძღვანელმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს შესაძლებლობების პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც ევროკომისიის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებშიც არის.
ყურადღება გაამახვილა “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი”“ მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი