ქუთაისთან ახლოს, ტაბახმელას ბაზარში ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

ქუთაისთან ახლოს, ტაბახმელას ბაზარში ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბაზრის დალუქვა მიმდინარეობს, რასაც ადმინისტრაცია და იქ მყოფი ადამიანები აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, “ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეიტანა პოლიციაში განცხადება, რომლის თანახმად, აღნიშნულ ბაზარში გადის მაღალი გამავლობის ხაზი და სიცოცხლისთვის საშიშია, რის გამოც დახურვა მოითხოვა.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ უბრალოდ იყენებენ და რეალურად ადგილის სხვა პირისთვის გადაცემას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით