გიგი წერეთელი – არ ვფიქრობთ, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა რამის მომტანი იქნება, გარდა კიდევ უფრო რთული შედეგისა – კოორდინაციის ამოცანაა, ჩვენ ფუნდამენტური ცვლილება გვქონდეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, არსებულ ვითარებაში და არსებული სტრუქტურით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არაფრის მომტანი იქნება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, ჩატარდეს ახალი .
„ახლა ისეთი დროა, რომ ოპოზიციის პროდასავლური ნაწილი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს არის პროტესტში, ფიქრობს ცვლილებაზე. ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მძიმე ვითარება განიმუხტოს. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ კარგად არის, რომ კრიზისი არ არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეა. როდესაც ადამიანები ყოველდღე არიან ქუჩაში, როდესაც იზოლაცია ღრმავდება, ვხედავთ იმასაც, რომ რეპრესიული მექანიზმები არის გაძლიერებული.
მთავარია ცვლილებები, ამის გარეშე რომელი არჩევებზე არის ლაპარაკი? ამ ვითარებაში და სტრუქტურით, მე არ მივეკუთვნები იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ ეს კარგი საქმეა. როდესაც ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი ხელში აქვს და აქვს მადა, რომ ეს ინსტრუმენტები ჭარბად გამოიყენოს და არაფერი შეცვალოს. „ევროპული საქართველო“ არ ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა რამის მომტანი იქნება, გარდა კიდევ უფრო რთული შედეგისა. თუ ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს, მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიღებას აზრი არ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, ახალ ეროვნულ არჩევნებზე.
ჩვენი ერთობის თუ კოორდინაციის ამოცანაა, რომ ჩვენ ფუნდამენტური ცვლილება გვქონდეს და ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დავასრულოთ, ამხელა მსხვერპლს რომ გადის ჩვენი საზოგადოება“,- განაცხადა წერეთელმა.
„წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ და დღეს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო შეხვედრაზე, პლატფორმიდან „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის გასვლის შესახებ მსჯელობა, წერეთელი პასუხობს, რომ კოორდინაცია არ ნიშნავს ყველაფრის შეთანხმებას.
ამავე კონტექსტში წერეთლის მოსაზრებით, პლატფორმაში არსებული ყველა პარტია კოორდინაციას სეროზულად უყურებს.
„მსგავსი პლატფორმის შექმნა პოზიტიური მოვლენაა, თუ ჩვენ გულწრფელად გვინდა, რომ რაღაც სინერგიები არსებობდეს პოლიტიკურ სპექტრში. სალომე ზურაბიშვილს უნდა დავუფასოთ, რომ მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ამ საქმეში, რომ კოორდინაცია გაწიოს. არ მგონია, იქ მსხდომიდან ვინმეს უნდოდეს ამ პროცესის ტორპედირება. ეს ასე არ არის. ფაქტი [გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლა] რაც იყო, თითქოს საერთო შეთანხმებიდან ამოვარდნილია, რაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათთვის მთლად შეთანხმება არ იყო, [გიორგი გახარიას] თავისი არგუმენტები აქვს, რის განხილვაში არ შევალ, მაგრამ არ მინდა ამის დრამატიზება მოხდეს. არავინ არავის სჯის, თუმცა არსებობს გარკვეული წესები. კოორდინაცია არ ნიშნავს ყველაფრის შეთანხმებას, მაგრამ კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ მე თუ არ ვთანხმდები რამეზე, ეს მეორემ უნდა იცოდეს, რადგან ეს არ არის თამაში, ეს არის ჩვენი ისტორიის სერიოზული ეტაპი, ამიტომ კოორდინაციას ყველა სეროზულად უყურებს, გადადებულია წარსულის ბევრი საკითხი“, – განაცხადა წერეთელმა.