დონალდ ტრამპი – ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ

ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.
“ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან