დონალდ ტრამპი: მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ

მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ, მაგრამ არც ის მომწონს, რომ ეს ომი დაიწყო. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა. ასე რომ, არც მისით [ზელენსკით] ვარ კმაყოფილი და არც სხვა ადამიანებით, ვინც ამაში მონაწილეობს.

ეს ომია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს თემა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში. ბევრჯერ მქონია ამაზე საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ეს თითქოს მისი ოცნება იყო, მაგრამ არანაირი შანსი არ ექნებოდა, რომ ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი.

ახლა ვცდილობ, რომ გააჩეროს ომი, რადგან, როგორც იცით, ბევრად უფრო დიდია და უფრო ძლიერი სამხედრო ძალით […] არ ვაბრალებ ზელენსკის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ იმუშავა. კარგი? დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მართლა, საერთოდ არ ვარ – თქვა -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს იტალიის პრემიერმინისტრთან, ჯორჯია მელონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით