“რეიკიავიკში, სამსახურში ეს კაცი დამესხა თავს, მითხრა იცის სად ვცხოვრობ და ყოველთვის შემიქმნის პრობლემებს. ამის იდენტიფიცირება-არაა რთული”

“დღეს რეიკიავიკში, სამსახურში ეს კაცი დამესხა თავს უკვე რომ ვაპირებდი გასვლას შენობიდან: ქართულად მომმართა სახელით, ცხადია გავჩერდი და ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, უცებ ეგრევე მუქარაზე და გინებაზე გადმოვიდა, ძალიან აგრესიულად იქცეოდა, მე ვუთხარი, რომ პოლიციას გამოვიძახებდი, ისევ აგრესიულად აგრძელებდა, თუმცა რომ გაიგო რომ კამერები გვაქვს და მართლა ვრეკავდი პოლიციაში, ცოტა გაჩერდა, თუმცა მაინც მაგინებდა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ პოლიცია მოვიდა, რომელიც მე გამოვიძახე. ჩემი თანამშრომლები თავიდან ვერ გაერკვნენ, რადგან ქართულად მიმდინარეობდა ჩვენი შელაპარაკება და ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე. თან საკმაოდ დიდი სივრცეა და ცოტა შორს ვიყავი ჩემი თანამშრომლებისაგან.
სარჩული-პოლიტიკურია, რადგან გამოეკიდნენ პოსტებს და აქტივობას რომელიც ქოცების ეგრეთწოდებული მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული, ერთი პოსტის გამო, 2024 წელს, მირეკავდნენ ერთი კვირის განმავლობაში და მემუქრებოდნენ, შემდეგ მომიგზავნეს ორჯერ ორი ქართველი კაცი და ერთმა ონლაინ გამირჩია საქმეები, მეორემ -ტელეფონით. შემდეგ კიდევ პოსტებზე დამესხნენ თავს ემიგრანტების ჯგუფში, როცა ელჩის დუმილის წინააღმდეგ შევიტანეთ პეტიცია. თუმცა დღეს დამემუქრა ეს კაცი და მითხრა იცის სად ვცხოვრობ და ყოველთვის შემიქმნის პრობლემებს. ამის იდენტიფიცირება-არაა რთული” – წერს რეიკიავიკში მცხოვრები ქართველი, ინგა წიკლაური სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით