ვოლოდიმირ ზელენსკი – სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს

სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი “სამშვიდობო შეთანხმებაში” უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.
“ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის – გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი – რუსულ ნარატივებს ავრცელებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენელს მანდატი არ გააჩნია “უკრაინული ტერიტორიების განხილვისთვის”, რომლებიც უკრაინელ ერს ეკუთვნის.
“ამიტომ საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა მოვისმინეთ. ეს მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ სერიოზულად ამას არ ვუყურებ,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში უკრაინულ დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ასევე იქნება ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.