არ არის {ხალხის ძალა} საინტერესო. ყველას კარგად ესმის, რომ რუსული პროპაგანდის გაგრძელება ხალხია, რასაც ბოდავენ სიმონიანის და სალავიოვის ენით, არ არის საინტერესო, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკურმა ჯგუფის „ხალხის ძალის“ განცხადებას.
„როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალა“ რუსული პარტიის გაგრძელებაა.
„თქვენ რა კონკრეტული პარტიაც ახსენეთ, ეს არის რუსული პარტიის გაგრძელება კიდევ უფრო რუსები და პუტინისტები. მათ რუსულ განცხადებებზე არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას. არ არის ეს ხალხი საინტერესო. ყველას კარგად ესმის, რომ რუსული პროპაგანდის გაგრძელება ხალხია, რასაც ბოდავენ სიმონიანის და სალავიოვის ენით, არ არის საინტერესო. რუსული ოცნება ხელისუფლებაში არ უნდა იყოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის დათქმებში წერია, რომ „საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს“.
„ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს”, „სადაც უნდა იქ წაიღონ“, „სათაგურია“, ბოდიში და „ჩათლახები არიან ჩვენი პარტნიორები და სენატორები“, ეს არის მათი {მმართველი გუნდის} ლექსიკა, ასე საუბრობენ. ერთადერთი ფაქტორია გადასაწყვეტი, რუსული ოცნება უნდა შეიცვალოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, უმრავლესობაში შემავალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც “გლობალური ომის პარტიამ” უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ რევოლუციური აქტუალობა დაკარგა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში “გლობალური ომის პარტია” უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე.