პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.
პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს