გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთს ლიდერს, ს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 30 000-ლარიანი გირაოს შეუფარდა.
საუბარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა იქ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაბარებაა შესაძლებელი, ვისაც “ოცნება” ჩათვლის საჭიროდ. კომისიის თავმჯდომარე ა.
გვარამიას სასამართლო დღეს, 17 აპრილს, გაიმართა, სადაც სიმბოლურად პოპკორნით გამოცხადდა. როგორც გვარამია ამბობს, გამორიცხულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დამოუკიდებელ მოსამართლეს მიეღო.
„ნუ, 30 000 ლარი გირაო [უნდა გადავიხადო] 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც. ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ ს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ირაკლი ოქრუაშვილს — 20 000 ლარი, გივი თარგამაძეს — 10 000-ლარიანი და ზურაბ ჯაფარიძეს — 20 000-ლარიანი გირაო.