“უნდა დასრულდეს “ქართული ოცნება…”- რას ამბობს ნანკა კალატოზიშვილი

“ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი, გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი სფე­როს პრობ­ლე­მა არ არის.

“უნდა დას­რულ­დეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ – ეს გზა არის ერ­თა­დერ­თი. ეს გზა უნდა მომ­წიფ­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში და უნდა მიხ­ვდნენ, რომ მათი წას­ვლა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ… ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეპ­რე­სია.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან და არ ეს­მით, რას ნიშ­ნავს სო­ლი­და­რო­ბა. ერთი გა­მო­დის ეკ­რა­ნი­დან და იძა­ხის: მეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბი ფულს თავს სწი­რავ­დნენ, მაგ­რამ იდე­ას რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე შე­ე­წი­რო­სო – ასე ამ­ბო­ბენ პირ­და­პირ. მე­ო­რე გა­მო­დის გუ­შინ და ამ­ბობს, რომ ახა­ლი გმი­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დნე­ნო.

ისი­ნი ახალ გმი­რებს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით აჩე­ნენ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი არ თმო­ბენ თა­ვის პრინ­ცი­პებს. ამის ჩაკ­ვლა უნ­დათ. ეს არ არის მხო­ლოდ ერთი სფე­როს პრობ­ლე­მა. თუნ­დაც, როცა მე­შახ­ტეს უშ­ვე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან, მთე­ლი სფე­რო უნდა დგე­ბო­დეს ერ­თად.

რო­დე­საც მუ­შე­ბი გზას აგე­ბენ და 3 თვე უხელ­ფა­სოდ ამუ­შა­ვე­ბენ – ამის შემ­დეგ მთე­ლი სფე­რო რომ გა­ი­ფი­ცე­ბა და ხმას ამო­ი­ღებს, მა­შინ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ვერ გა­უ­ბე­დავს. სო­ლი­და­რო­ბის გა­რე­შე ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად ფორმირდება. ჩვენ თვალწინ, მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება“ – ემუქრება თუ არა შვეიცარიელ ჟურნალისტს როჯერ კეპელს ევროკავშირის სანქციები

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა