ნიკა გვარამიას 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

“ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
ნიკა გვარამია სადავო პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა. კომისია ნიკა გვარამიასგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამია სასამართლოს სხდომაზე “პოპკორნით” იყო მისული, მოსამართლემ მას სასამართლო სხდომაზე წესრიგისკენ მოუწოდა, რაზეც გვარამიამ მიუგო, რომ “მას დიაბეტი აქვს და იძულებულია მიირთვას”. ამის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
შესვენების დასრულების შემდეგ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა მოისმინა. რომლის თანახმადაც, არსებობდა მიმალვის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. გვარამიამ სხდომაზე “ბრალდების აბსურდულობასა” და “კომისიის არალეგიტიმურობაზე” ისაუბრა.
გვარამიას თქმით, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი .
კომისია სხდომაზე იბარებს ოპოზიციონერ ლიდერებს – როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისე სხვა ოპოზიციონერებს. სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს პოლიტიკოსებს: სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი) და გივი თარგამაძეს (10 000 ლარი) და ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი)
ფორუმი