მსახიობების მიმართვა თიკა რუხაძეს – აქცია სამინისტროსთან

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს – ცოტა ხნის წინ ნანკა კალატოზიშვილმა მეგაფონიდან მიმართა თიკა რუხაძეს,
“თიკა რუხაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის უსაართლო და იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, გამოვიდეს და დაგველაპარაკოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თიკა რუხაძე გამოვიდეს ან ჩვენ მიგვიღოს და დაგველაპარაკოს. ავუხსნით უფრო ნათლად, რამდენად უსამართლოა მისი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცის. ახალი თეატრი არის დოიაშვილი, ახალი თეატრის გარეშე დოიაშვილი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვრჩებით დოისთან და შევხდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად”, – თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის