“შემაშფოთებელი ამბებია საქართველოდან” – გაეროს მომხსენებელი

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
“შემაშფოთებელი ამბები მესმის საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული პროცედურის შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზღუდავს უცხოურ გრანტებს. ძალიან შემაშფოთებელია ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველებზე [კანონის მოსალოდნელი] ზემოქმედება. არ არის გვიან — ეს არ უნდა იქნას ხელმოწერილი და უნდა გაიმართოს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან“, — წერს ლოულორი.
ცნობისთვის, ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის