მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს ჩატარებას მხარი დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირა.
არჩევნების თარიღის შესახებ მოლდოვის მმართველი, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ინიციატივას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მთავარი მეტოქე ყოფილი გენერალური პროკურორის, ალექსანდრე სტოიანოგლოს კოალიცია „ალტერნატივა“ იქნება.
ცნობისთვის, ალექსანდრე სტოიანოგლო გასულ წელს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან დამარცხდა.
