ჩეხეთი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდა

ჩეხეთის რესპუბლიკა, პირველად ისტორიაში, სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობისგან, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთიდან მიმავალი TAL ნავთობსადენის სიმძლავრეების მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობები ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნავთობსაცავში უკვე ჩავიდა.
ჩეხეთის რესპუბლიკას ამჟამად შეუძლია დასავლური მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გადატუმბვა, რაც სრულად დაფარავს ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა სუნთქვის პრობლემები – მოვითხოვე ანალიზის აღება, მაგრამ უარით გამომისტუმრეს