ნანკა კალატოზიშვილი დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე – ჩვეულებრივი რეპრესიაა – უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“, ეს ერთადერთი გზაა, ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ

ეს იყო ჩვეულებრივი რეპრესია – უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“, ეს გზა არის ერთადერთი, ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და უნდა მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ, – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, დოიაშვილის გათავისუფლება მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა არ არის.
„უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“ – ეს გზა არის ერთადერთი. ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და უნდა მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ… ეს იყო ჩვეულებრივი რეპრესია. არიან ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არ არიან და არ ესმით, რას ნიშნავს სოლიდარობა. ერთი გამოდის ეკრანიდან და იძახის: მესმის ადამიანები ფულს თავს სწირავდნენ, მაგრამ იდეას როგორ შეიძლება ვინმე შეეწიროსო – ასე ამბობენ პირდაპირ. მეორე გამოდის გუშინ და ამბობს, რომ ახალი გმირები არ შეიძლება არსებობდნენო. ისინი ახალ გმირებს თავისი მოქმედებით აჩენენ, რადგან ადამიანები არ თმობენ თავის პრინციპებს. ამის ჩაკვლა უნდათ. ეს არ არის მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. თუნდაც, როცა მეშახტეს უშვებენ სამსახურიდან, მთელი სფერო უნდა დგებოდეს ერთად. როდესაც მუშები გზას აგებენ და 3 თვე უხელფასოდ ამუშავებენ – ამის შემდეგ მთელი სფერო რომ გაიფიცება და ხმას ამოიღებს, მაშინ ვერავინ ვერაფერს ვერ გაუბედავს. სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ იქნება“, – განაცხადა კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო “სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან