რუსებმა ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ნიკოპოლში დაიღუპა ორი მამაკაცი, 56 და 61 წლის. ისინი რუსებმა ქალაქის მძიმე არტილერიით დაბომბვის შედეგად მოკლეს“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
მისი თქმით, ხუთი დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა მაღაზია, კაფე, კერძო სახლები, დამხმარე შენობები, ავტოსადგომი და ავტობუსის გაჩერება.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გულწრფელად ვულოცავთ – ჩვენ, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, პარტნიორობისა და ერთიანობის სიძლიერე

თენგო თევზაძე – მინდა გკითხოთ – ემიგრანტების, პოლიტიკური ლიდერების: ნიკა მელიას, ელენეს, მიშას, ლევანის და სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი?