“ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“ – ლეო ანთიძე დოის მოხსნას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი.

და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა­ზე აზრი ambebi.ge-ს მსახიობმა, ლეო ან­თა­ძემ, გაუზიარა:

“ახ­ლა­ხან მი­თხრეს ეს ამ­ბა­ვი, რო­გორც გა­ვი­გე, თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რია აღ­შფო­თე­ბუ­ლი და მეც მათ ვუ­ერ­თდე­ბი. და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის რან­გის რე­ჟი­სო­რებს ქუ­ჩა­ში კი ვერ მო­ნა­ხავ! თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია მისი მსგავ­სი ხე­ლო­ვა­ნი, ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რია! მისი მოხ­სნა ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა, მაგ­რამ ესე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ებ­რძვი­ან ყვე­ლას, ვინც კი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არის ამ მთავ­რო­ბის მი­მართ.

და­ვით დო­ი­აშ­ვილ­თან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რომ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, მან დად­გა სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ­დი. და­უ­ვი­წყა­რია ჩემ­თვის ის პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მა­გონ­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­წყე­ნია ასე­თი ნი­ჭი­ე­რი კაცი რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ ვიცი, მეტი რა გი­თხრათ, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი ძა­ლი­ან დიდი აღ­შფო­თე­ბა…”- ამბობს ლეო ანთიძე.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი