კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე – რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გასამართად ლოკაციის შეცვლას ეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.
„რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება [ღონისძიების ადგილი] შეიცვალოს?! მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება. ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ

ტობიას კრემერი – “დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ და უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას – ეს პირდაპირი გამოწვევაა ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის