Reuters – კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კატარის ამირა, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი და ს პრეზიდენტი, სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „სერიოზული საუბარი“ შედგება.
„კატარი ჩვენი ძვირფასი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება. სახელმწიფოს მეთაურებს შორის კონტაქტები საკმაოდ ხშირია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი