მეტროდან ამედევნა 4 კაცი, ერთი ეცადა, რაღაც ჩაედო ჩემს ჯიბეში – დავით ჯინჭარაძე

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი, დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ 16 აპრილს მას რამდენიმე ადამიანი აედევნა და მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადება სცადეს.
როგორც დავით ჯინჭარაძე ამბობს, ეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება და ცდილობენ ამ გზით ის დააშინონ.
„ამას უსაფრთხო ადგილიდან ვწერ, ყველაფერი კარგადაა. დღეს თავისუფლების მეტროდან ამედევნა 4 კაცი, მეტროში შესვლისას ერთი ეცადა, რაღაც ჩაედო ჩემს ჯიბეში. გავიწიე. მარჯანიშვილიდან რომ ამოვედი და წავედი თეატრთან აქციაზე, დამიკავშირდნენ მეგობრები და გამაგებინეს, რომ უცხო პირები ამედევნენ. საბედნიეროდ, იმ მეტროში იყო ხალხი ვინც მიცნო და მიაწოდეს ინფორმაცია ჩემს მეგობრებს. მადლობა ამ ხალხს. ჩამიგდეს ვიდეო და ფოტო მასალა, ამოვიცანი პირი, ვინც ცდილობდა ჩაედო რაღაც. ეს პირი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამყვებოდა.
ჩემი მეგობრები შეეცადნენ, სახლამდე მივეყვანე მანქანით. აგვედევნა და გველოდებოდა არაერთი მანქანა. მოვბრუნდით თეატრში. თეატრში რომ ვიყავით, ტერიტორიაზე მოვიდა ვიღაც ხალხი და იკითხეს, აქ ვინმე აქტივისტები ხომ არ არიანო.მეგობრების დახმარებით დავტოვე ტერიტორია და ვარ უსაფრთხოდ. ვვარაუდობ, რომ უნდოდათ რაღაცის ჩადება და არ გამოუვიდათ.
მგონია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩემს შეშინებას ცდილობს ჩემი პოლიტიკური აქტივიზმის გამო. გიჟივით ეშინიათ ქოცებს ახალგაზრდების პოლიტიკაში, რადგან ვერანაირად გვაშავებენ. ვერ მაპატიეს ლონდონში, ბათუმსა და თბილისში მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ალბათ ვერ მაპატიეს ჰილტონში ქოცურ დელეგაციასთან ორკაციანი პროტესტიც.
მესმის, რომ რეჟიმს აღიზიანებს რეალური და ხისტი პროტესტი. ჩემი შეშინება ძალიან ძნელია იმის შემდეგ, რაც უკვე მომპარეთ მომავალი და არჩევნები. ამიტომ, რაც უფრო გამაბრაზებთ, მეტად გაგიწევთ წინააღმდეგობას. ცეცხლი ოლიგარქიას“, – წერს Facebook-ზე დავით ჯინჭარაძე.
„თავისუფლების მოედნის“ წევრი, დავით ჯინჭარაძე აქტიურად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ბოლო პერიოდში ის მონაწილეობდა აქციაში, რომელიც ლონდონში გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლის, კულტურის სამინისტროსა და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად. ასევე დავით ჯინჭარაძეა ერთ-ერთი, ვინც ბათუმში ჩასულ „ქართული ოცნების“ წევრებს, მათ შორის დიტო სამხარაძეს, აქციით დახვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება