ავარიაში მოვყევი მეორედ. შეეშვი რა კურიერობას, შიმშილი მოგკლავს თუ სხვა მძღოლი, რა სხვაობაა. ნატკენი ფეხი, ნატკენი ხელი, 250ლ ჯარიმა (რომელსაც გავასაჩივრებ და არ გადამახდევინებენ) ამ ამბავში ავარია არ იყო პრობლემა, პრობლემა იყო ის რომ პატრულმა მე დამაჯარიმა წესების დარღვევისთვის და ავარიის გამოწვევისთვის, როცა აქ მარცხნივ შეხვევაც აკრძალულია და ჩემგან მარჯვნივაც ერთი ზოლი შედის და აქ ორ ზოლად იდგნენ მანქანები. ტიპმა დააიგნორა სიგნალიც და ყველაფერიც. დამეჯახა, ჯარიმდებოდა კიდეც, სანამ არ ამოაგდო სისტემაში რომ ვიღაცის ნათესავია (თუ სწორად გავიგე მამა ან ბაბუა უნდა იყოს ვიღაცის) მოვიდა თეთრი ჩაბურული შკოდა და ბოლოს მე გამომიყვანეს დამნაშავე ყურით მოთრეული არგუმენტებით, იქ არ უნდა გაგევლო და გავლა უნდა დაგეცდიაო. არადა ტიპები არ იძვროდნენ.
http://