Reuters – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაძლოა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მიღება ვეღარ შეძლოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაძლოა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მიღება ვეღარ შეძლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანზე, კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნა და უნივერსიტეტის უცხოური სტუდენტური ვიზის მფლობელების „უკანონო და ძალადობრივი ქმედებების“ შესახებ ანგარიში მოითხოვა.
„თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს, რომ მოთხოვნების შესრულება შეუძლია, მაშინ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას დაკარგავს“, – განაცხადა ნოემმა.
ამასთან, კრისტი ნოემის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰარვარდს 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება შეუწყვიტა.
ცნობისთვის, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური კონტრაქტებისა და გრანტების გადახედვას აწარმოებდა, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაძლიერდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს