ტრამპმა რუსულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლა კიდევ ერთი წლით აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა ქვეყნის პორტებში ს დროშით მცურავი გემების შესვლის აკრძალვა.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ოფიციალურად დღეს, 17 აპრილს გამოქვეყნდება შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში.
რუსეთის დროშით მცურავ, ან რუსეთთან კავშირის მქონე გემებს -ის პორტებში შესვლა 2022 წელს, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილია გარკვეული ვადით დაწესებული შეზღუდვები გააგრძელოს.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებებით ცდილობს უკრაინაში ომის შეწყვეტას.
ამასთან, აცხადებს, რომ თუ შედეგს ვერ მიაღწევენ, შესაძლოა, რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით