GCCA-იმ ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში, ი/მ გიორგი ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის – უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, GCCA-ის მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის (ოდომეტრის) შესახებ ინფორმაცია – 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა. შესაბამისად, ნივთის შეძენის დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტომობილის შეძენისას, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მანქანის გარბენის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ავტომობილის ცვეთის, ტექნიკური მდგომარეობის და ღირებულების განსაზღვრისას. კერძოდ, დაბალი გარბენის შემთხვევაში ფასი იზრდება, ხოლო მაღალის შემთხვევაში მცირდება. ასევე, მაღალი გარბენი ნიშნავს, რომ მანქანამ უფრო მეტად განიცადა ცვეთა და შეიძლება სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდეს.
GCCA-ის პოზიციით, გარბენი არის ფასის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, ხოლო ოდომეტრის მონაცემების უზუსტობით ან დამალვით ირღვევა ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი, სახელშეკრულებო პირობები, სამართლებრივი მოლოდინები და კანონმდებლობის მიხედვით იდენტიფიცირდება როგორც შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის ვალდებულებაა – უზრუნველყოს მომხმარებელთა სრული ინფორმირება ოდომეტრის შესახებ მკაფიოდ, გამჭვირვალედ და სრულყოფილად.
სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების საფუძველზე, მომხმარებელი ფასის პროპორციულ შემცირებას ითხოვს, რაც GCCA-ის შეფასებით ლეგიტიმურია და მოვაჭრის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოვაჭრეს განესაზღვრა – 1 თვის ვადა, რათა მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან