მამუკა ხაზარაძე – ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა!

ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! – ჩემი მხარდაჭერა დოის! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
ამით ის გამოეხმაურა კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! ჩემი მხარდაჭერა დოის!,“ – წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან “არაერთგზის გაფრთხილების” მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ “ვალდებულებას არ ასრულებდა”, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას