უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და კითხულობენ, 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებული.
„იყო რამდენიმე ექსცესი, რამდენიმე მძიმე ინცინდენტი, რაც ჩვენ დავგმეთ. რა თქმა უნდა, არა თუ არ მივესალმებით, ვგმობთ, ბუნებრივია, ასეთ გადაცდომებს. პირველ-მეორე დღეს მოხდა ასეთი ინცინდენტები და მერე კიდევ უფრო მკაცრი ინსტრუქციები წავიდა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შემდეგ დღეებში მთლიანად აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან, შემდეგი 3 დღე ასე გაგრძელდა და მერე მოვახერხეთ მთლიანად ამ ძალადობის აღკვეთა. მთლიანობაში უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე. ნორმალურია ახლა ეს?
ამდენი დანაშაული, დამნაშავე არ არის. წარმოიდგინეთ, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებულიო ამას კითხულობენ. აქ სად არის ან ლოგიკა, ან სამართლიანობა, ან რაიმე სხვა. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესია. ხელისუფლება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომლის შეცდომაში შეყვანა არის უფრო მარტივი, მით უმეტეს, თუ ოჯახში გაქვს ასეთი ვითარება. ერთ-ერთი მსახიობი აღნიშნეთ, დედა, დეიდა, დეიდაშვილი, ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას, ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად. პოლიციელებს ეძახდა რუსებს, რომლებიც 2008 წელს ცხინვალში იბრძოდნენ.
თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს. როცა ხარ ელენე ხოშტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით ათას დოლარს იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ანტირუსია, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი, როცა დეიდა გყავს ასეთი, დედა და ა.შ. პრობლემაა ეს და ამიტომ უფრო მეტად შეიძლება თანავუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას იმიტომ, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, მართლა დაიჯერეს. კაცმა დაიჯერა, რომ გუშინ შეიძლება მივიღო რუსულ ფილმში მონაწილეობა და ხვალ შეიძლება 2008 წლის ომის გმირს დავუძახო რუსი, დაიჯერა ეს, რა ვქნათ, მაგრამ კანონი ხომ უნდა აღსრულდეს. რანაირად შეიძლება, კანონი არ აღსრულდეს, თუ არ აღსრულდება კანონი, მომავალ წელს განმეორდება იგივე, იმის შემდეგაც იგივე. ეს ქვეყანას აზიანებს. ეს ხომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა, რომ შენ კანონი აღასრულო იმისათვის, რომ სახელმწიფო წარმოჩინდეს, როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და -ს შორის

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა