“ეს არ იყო რუსული ჯარი, 9 აპრილს ადამიანები, რუსების გარდა, მოკლეს უკრაინელებმა, ბალტიისპირელებმა, შუააზიელები და ა.შ” – კობახიძე

რაკლი რუსთავი ორის ეთერში, ამბობს:
“… „ქართველი ლიბერალი, ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება თვითონ განცხადებას. ერთი, თუ რატომ არ იყო სიტყვა “რუსული” ნახსენები. ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ… იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ საბჭოთა კავშირი იყო”
კობახიძეს არ უთქვამს, ვინ შექმნა საბჭოთა კავშირი, ან ვისი იყო კრემლი, საიდანაც ის იმართებოდა, ასევე არ უთქვამს, მისივე თქმით, მკვლელი, ცუდი საბჭოთა კავშირის გამარჯვების თარიღის, 9 მაისის აღნიშვნას სად და როგორ გეგმავს.