გიორგი ლობჟანიძე: … ამიტომ ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა დავით დოიაშვილს!

“დათო დოიაშვილი ძალიან მიყვარს. ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ. ჩემი ნამდვილი მეგობარი მისი უსაზღვროდ ნიჭიერი დაა და მამამისი – ქართული ლექსის გენიალური მკვლევარი თემურ დოიაშვილი. დათოს დადგმული სპექტაკლები მინახავს და მიმაჩნია, რომ ქართულ თეატრში დღეს ასეთი მასშტაბური ბევრი არაფერი გაკეთებულა.
ერთხელ ერთმა განაწყენებულმა ქალბატონმა გივი ალხაზიშვილს, რომელიც მაშინ გამომცემლობა “მერანის” მთავარ რედაქტორად ნუშაობდა, გაცხარებულმა მიაძახა: “მე შენ პოეტობიდან მოგხსნი!” გივის დიდხანს კეთილად ეცინებოდა ხოლმე ამ ფრაზაზე!
ვერც დათო დოიაშვილს ვერავინ მოხსნის რეჟისორობიდან, მაგრამ ნურაფრის ფასად ნუ აკეთებთ იმას, რომ კაცი თავისი შექმნილი და ნალოლიავები თეატრიდან გაუშვათ! მომავალი სულ ახლოდან გიყურებთ და იცინის… იდავეთ შეხედულებებზე, რამდენიც გენებოთ, მაგრამ ნუ ცდილობთ, ნიჭიერი ადამიანის ნიჭის გაბითურებას ნურცერთი მხრიდან.
ეს არავის გამოსვლია და თავი კი შეურცხვენია მომავალთან!
ამიტომ ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ❤️” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…