III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 571.4 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა | სტატისტიკა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 19.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა ს ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.