“ნამუსის ძარღვი რომ გაგიწყდება ადამიანს, მერე ალბათ ყველაფერს იკადრებ” – ირაკლი ჩხიკვაძე

ფოტო – ფორმულა
მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე აანონსებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ კულტურის სფეროში მოწყობილ რეპრესიებს თავისუფალი ხელოვანები საკადრის პასუხს აუცილებლად გასცემენ.
არ გავჩერდებით და არ დავნებდებით. ამას არ შევეგუებით არცერთ ვარიანტში. არავინ არ შეეგუება ამ ამბავს. არ შეიძლება ესე მეგობრებო. ნამუსის ძარღვი რომ გაგიწყდება ადამიანს, მერე ალბათ ყველაფერს იკადრებ და აღარც ელოდები პასუხს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაკეტეს, ახლა დოი მოხსნეს. გააგრძელებენ რეპრესიებს. ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაგდეს. ამ რეპრესიებს არ შევეგუებით და პასუხი გაეცემა, რა თქმა უნდა”, – ამბობს ირაკლი ჩხიკვაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!